დეკემბერი 2, 2023

ოფიციალურად, ბარსელონას სეზონის ბოლოს სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი დატოვებს.

როგორც გაირკვა, ალემანი მუშაობას ინგლისში განაგრძობს, მისი შემცვლელი კი, როგორც ესპანურმა პრესამ დაადასტურა, დეკუ იქნება. მატეუ უნაი ემერის შეთავაზებას დათანხმდა და ასტონ ვილაში გადავა.

დეკუ ლეონელ მესისა და ბარსელონას ამჟამინდელი მწვრთნელის ჩავის თანაგუნდელი იყო. პორტუგალიელმა 4 სეზონი გაატარა ბარსელონაში და ორჯერ მოახერხა ლა ლიგის მოგება.

როგორც ცნობილია, დეკუს მთავარი მისია მესის დაბრუნება იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *