
სეზონის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მაურიციო პოჩეტინო ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდება.
The Times-ის ცნობით, „ლურჯებმა“ შესაძლოა არგენტინელს ოფიციალური შეთავაზება შაბათს ღამით გაუკეთოს.
ჩელსის ლიდერები დღეს ლოს-ანჯელესში შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ გუნდის შემდეგი მწვრთნელის შესახებ. მათ სურთ მიიღონ ერთსულოვანი გადაწყვეტილება, სანამ პოჩეტინოს პირობებს შესთავაზებენ.