“ნაპოლის” შემტევის, ვიქტორ ოსიმენის გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესბული.
ბუნებრივია, არის შანსი, რომ ზაფხულში ნიგერიელის დამატებას არაერთი კლუბი ეცადოს და სწორედ ამიტომ, “პარტენოპეიში” მისი შემცვლელის მოყვანაზე ფიქრობენ.
იტალიური გამოცემა “La Gazzetta dello Sport”-ის ინფორმაციით, ნეაპოლელებმა ვიქტორის შემცვლელს სერია ა-ში მიაგნეს.
საუბარია ბერგამოს “ატალანტას” თავდამსხმელზე რასმუს ჰოილუნდზე, რომლის გადაბირებით “ნაპოლიში” დაინტერესდნენ.