საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.
22 წლის თავდამსმხელი ლიგა 2-ის ბომბარდირთა სიის ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ და მისი შეძენით ევროპის გამორჩეული გუნდები ინტერესდებიან.
ფრანგული სააგენტო, Beur MF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძის შეძენით ამჯერად “მილანი” დაინტერესდა.
Beur MF-ის რადიოგადაცემის სტუმარი ნასერ საჰკი გახლდათ, რომელმაც განაცხადა, რომ “მილანი” მიქაუტაძის თამაშით მოხიბლულია და შესაძლოა, “მეცს” ძალიან მალე ოფიციალური შეთავაზებით მიმართოს.
ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელი 17 გატანილი გოლითა და 7 საგოლე გადაცემით საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში დამსახურებულ პირველ ადგილს იკავებს.