ივლისი 13, 2024

 

ბოლო პერიოდში ძალიან მკაფიო გახდა იმ გუნდების ჩამონათვალი, რომლებიც გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ უმეტესი მათგანი ინგლისის ჩემპიონატიდანაა (ლესტერი, ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი), თუმცა Defensacentral-ის სტატია მადრიდის რეალს შეეხება, რომელიც ქართველს კონკრეტულ შემთხვევაში შეიძენს.

 

ამავე წყაროს ინფორმაციით, თუ ვალენსია ლა ლიგა 2-ში დაქვეითდება, მაშინ “ღამურებს” რამდენიმე კარგი და ახალგაზრდა ფეხბურთელის გაშვება დაბალ ფასად მოუწევთ, ეს კი შესაძლებელია, რომ სამეფო კლუბმა სათავისოდ გამოიყენოს და გიორგი მამარდაშვილი არა 40 (როგორც ელიან), არამედ მის სანახევრო ფასად დაიმატოს.

 

საგულისხმოა, რომ მადრიდელები ქართველ მეკარეს სასტარტო შემადგენლობის წევრად არ განიხილავენ. საქმე ისაა, რომ რეალის სათადარიგოთა მეკარეს, ანდრეი ლუნინს რეგულარული სათამაშო წუთები სურს, შესაბამისად, უკრაინელს გადაწყვეტილი აქვს, რომ კლუბი უახლოეს მომავალში დატოვოს, თავად რეალი კი ტიბო კურტუას გზის გამგრძელებელს ეძებს. ამ ეტაპზე ბელგიელი მეკარე უკონკურენტოა და ეს ლოგიკურია, თუმცა რეალის მესვეურები მომავლის პერსპექტივებს აქედანვე ითვალისწინებენ და თუ ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატიდან გავარდება, მაშინ ისინი “ღამურების” ხელმძღვანელობას მამარდაშვილთან დაკავშირებით საქმიანი შეთავაზებით მიმართავენ.

 

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის მე-18 პოზიციას 27 ქულით იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *