ივნისი 4, 2023

გიორგი მიქაუტაძეს პრემიერლიგაში გადასული “ბარნლის” მთავარი მწვრთნელი ვინსენ კომპანი დაუკავშირდა და უკვე მეორედ შესთავაზა მის გუნდში გადასვლა.

 

ალბათ, არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ კომპანი ბელგიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ცენტრალური მცველია.

მისმა “ბარნლიმ” ჩემპიონშიფის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 90 ქულა დააგროვა და ვადაზე ადრე გაინაღდა პრემიერლიგაში დაბრუნება.

 

საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ლაპარაკია “ბარნლის” მწვრთნელის დაინტერესებაზე.

 

“რამდენიმე თვის წინ გიორგი მიქაუტაძის WhatsApp-ზე ინგლისური ნომრიდან ზარი დაფიქსირდა – “გამარჯობა ჟორჟ, მე ვინსენ კომპანი ვარ”…

 

“ბარნლის” ბელგიელ მწვრთნელს და ქართველ ფორვარდს შორის კომუნიკაცია ფრანგულ ენაზე შედგა. ინგლისური კლუბის თავკაცმა მიქაუტაძეს აუწყა, რომ “ბარნლისა” და “მეცს” შორის ტრანსფერზე მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული და რომ მას ძალიან სურდა მისი ხილვა თავის გუნდში.

 

“ბარნლი” გიორგი მიქაუტაძეში 3.5 მილიონს იხდიდა, “მეცი” კი 5 მილიონს ითხოვდა. საბოლოოდ, ეს ტრანსფერი ჩაიშალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.