ოქტომბერი 12, 2024

Defensa Central-ი ვარაუდობს, რომ სეგუნდაში გავარდნის შემთხვევაში, “ვალენსია” წამყვან ფეხბურთელებს გაყიდის და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება “რეალი”.

 

გამოცემის მტკიცებით, “სამეფო კლუბი” “ვალენსიას” ხუთი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავს და მათ ხელმისაწვდომ ფასად შეძენას შეეცდება, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ, მოთხოვნებს ყველა პარამეტრის მიხედვით აკმაყოფილებენ და შემდგომი განვითარება შეუძლიათ.

 

Defensa Central-ი ხუთივეს ვინაობას ასახელებს: გიორგი მამარდაშვილი, უგო გილიამონი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი და ანდრე ალმეიდა. განსაკუთრებული ყურადღება მამარდაშვილზეა გამახვილებული, ვინაიდან უკრაინელი ანდრეი ლუნინი უკმაყოფილოა ტიბო კურტუას დუბლიორობით და ისეთ გუნდში გადასვლა უნდა, სადაც

გარანტირებულად მოუწევს თამაში.

 

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იბადება სავსებით ლოგიკური კითხვა – თავად მამარდაშვილს აწყობს კი თუნდაც “რეალში” სათადარიგოობა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *