
თურქეთის მოქმედი ჩემპიონი, “ტრაბზონსპორი” მიმდინარე სეზონში არცთუისე დამაჯერებლად გამოიყურება.
ამჟამად გუნდს დროებით იჰშან დერელიოღლუ ხელმძღვანელობს, თუმცა ის გუნდიდან სეზონის დასრულების შემდეგ წავა.
Yenisafak-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტრაბზონსპორი” მწვრთნელობის ერთ-ერთ ვარიანტად ქართული ფეხბურთის გამორჩეულ ფიგურას და ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტს, შოთა არველაძეს განიხილავს.
თურქული გრანდი ასევე სერგენ იალჩინის, ანდრეას პირლოსა და ფატიჰ თეკეს ვარიანტსაც განიხილავს.
საგულისხმოა, რომ შოთა არველაძე “ტრაბზონსპორს” წარსულში წვრთნიდა. ქართველ სპეციალისტს “კაისეისპორში”, “ქასიმფაშაში”, თელ-ავივის “მაკაბში”, “ფახთაქორსა” და “ჰალ სიტიში” უმუშავია.