
ესპანური გამოცემა ,,OKDIARIO”-ს ინფორმაციით ბარსელონას თავკაცი, ჩავი ერნანდესი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენითაა დაინტერესებული.
,, ჩავი ერნანდესი უკვე გეგმავს მომავალ სეზონს და მთავარი მიზანი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციის, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებაა, რომელმაც მაყურებლის ყურადღება მიიპყრო სანახაობრივი თამაშით, მისი გუნდი კი ,,სერია ა”-ში პირველ ადგილზეა.
გარდა იმ კონკურენტებისა, რომელიც ბარსას ეყოლება ხვიჩას გასაფორმებლად, კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ კლუბის პრეზიდენტს არ სურს გუნდის ვარსკვლავების, კვარაცხელიას და ოსიმენის დაკარგვა.
თუმცა ჩავის არ სურს დანებება და მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას გუნდში მუხტის შეტანა შეუძლია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე სჭირდება. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პედრის, არაუხოს, ლევანდოვსკის და დემბელეს შენარჩუნება არაა საკმარისი ევრო თასებზე ასპარეზობისთვის და მას კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელი სჭირდება.
ბარსელონას ზოგიერთი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება მოუწევს, არა მხოლოდ კვარაცხელიას გასაფორმებლად, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელის გუნდში მოსაყვანად.