
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” ზაფხულში უგო ლორისის შემცვლელის პოვნას ეცდება. “დეზების” ერთ-ერთ სამიზნედ “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი მოიაზრება.
მამარდას “სპურსის” რადარზე ყოფნის შესახებ დღეს Football London-მაც გვამცნო
ცნობილი ვებსაიტი წერს, რომ ლორისი უკვე ასაკშია, ტრავმიანობაც მოეძალა და არაა გამორიცხული, სეზონის ბოლოს მშობლიურ “ნიცას” ან MLS-ს მიაშუროს.
რაც შეეხება გიორგის “ტოტენჰემში” გადაბარგებას, ამის შანსს “ვალენსიას” მძიმე ფინანსური მდგომარეობაც ზრდის. “ღამურებს” შეიძლება წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდეთ.
გარდა მამარდაშვილისა, “დეზები” ასევე ინტერესდებიან დავიდ რაიათი (ბრენტფორდი), მაიკ მენიოთი (მილანი) და რობერტ სანჩესით (ბრაიტონი).
მიმდინარე სეზონში ქართველმა “ლოს ჩეს” კარი 26 მატჩში დაიცვა, გაუშვა 31 გოლი და კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა.