ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდმა ევერტონთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
28 წლის ფეხბურთელი „გუდისონ პარკზე“ კონტრაქტის ბოლო 12 თვეს უახლოვდებოდა და მას ტოტენჰემ ჰოტსპურში გადასვლას უკავშირებდნენ.
პიკფორდი ევერტონს 2017 წელს 30 მილიონ ფუნტად შეუერთდა სანდერლენდიდან და მერსისაიდურ კლუბში 222 მატჩი ჩაატარა.
“ის ძალიან კარგი მოთამაშეა. ეს იმის ნიშანია, რომ სარგებლობს ახალი რეჟიმით და მიიღო ის, რის შეთავაზებასაც ვცდილობთ”, – თქვა ახალმა მწვრთნელმა შონ დიჩმა.
ევერტონმა მოიგო სამი თამაშიდან ორი დიშის ხელმძღვანელობით და ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.