
“ვალენსიამ” ახალგაზრდა იტალიელი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსიას” სეზონის ბოლომდე ვორო უხელმძღვანელებს, რომელიც დროებით მწვრთნელად არის დანიშნული.
“ღამურების” მთავარი მიზანი ნუნუ ესპირიტო სანტოს დაყოლიება იქნება. ესპანელები რუბენ ბარახასა და ვისენტე მორენოს ვარიანტებსაც განიხილავენ.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. დიდი ალბათობით, ქართველი მეკარე მომდევნო სეზონშიც მესტალიაზე ითამაშებს.