თებერვალი 26, 2024

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე ოქრიაშვილს შესაძლოა “გაგრაში” ზაფხულამდე ეთამაშა.

 

 

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასრულებულია და გადაწყვეტილია, რომ ოქრიაშვილს ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში ვიხილავთ.

 

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი სწორედ “გაგრას” აღზრდილია და ის ამ გუნდში უკვე რამდენიმე კვირაა ვარჯიშობს.

 

სამხრეთ კორეიდან წამოსვლის შემდეგ, ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტი იყო. რაც შეეხება “გაგრას”, მოგეხსენებათ, მათ ოქრიაშვილის გარდა მუსელიანი, კაკაშვილი და კაკუბავა დაიმატეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *