სექტემბერი 14, 2024

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ბუდუ ზივზივაძე “კარლსრუეს” რიგებში ჩაირიცხა.

ქართველ ფორვარდს “ფეჰერვართან” კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად უგუნდოდ იყო, ხოლო საბოლოოდ მეორე ბუნდესლიგაში აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, ზივზივაძის ტრანსფერი გერმანულ გუნდს ძვირი არ დაჯდომია – “ფეჰერვარი” ბუდუს გასხვისებით 200,000 ევროს მიიღებს.

ფეხბურთელმა “კარლსრუესთან” 2,5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *