ოქტომბერი 12, 2024

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ლონდონის “ტოტენჰემი” ინტერესდება. გავლენიანი იტალიური გამოცემა, Calciomercado-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტემ კვარას ტრანსფერი პირადად მოითხოვა.

როგორც გაირკვა, 21 წლის გარემარბის ტრანსფერზე ფაბიო პარატიჩი იმუშავებს, რომელიც ადრე “იუვენტუსში” მუშაობდა. წარსულში ფაბიოს ხვიჩას შეძენა სურდა, როდესაც კვარა “რუბინში” ასპარეზობდა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას შეძენით “ტოტენჰემის” გარდა, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი” და სხვა ინგლისური გუნდები ინტერესდებიან.

აქევ გეტყვით იმასაც, რომ ანტონიო კონტე წარსულში ლონდონის “ჩელსის” წვრთნიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *