ბენფიკა იმედოვნებს, რომ ენცო ფერნანდესის სატრანსფერო ფასს კიდევ უფრო გაზრდას შეძლებენ, ირწმუნება პორტუგალიური გამოცემა Record.
პრეზიდენტს რუი კოსტას ფასის 150 მილიონ ევრომდე აწევა სურს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩელსიმ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, არგენტინელი ნახევარმცველის შესაძენად მოლაპარაკებები განაახლა.
მიუხედავად იმისა, რომ „ლურჯებიბ“ მზად არიან გადაიხადონ 120 მილიონი ევრო ფეხბურთელი გასაფორმებლად – ახალმა მოთხოვნებმა შეიძლება ისინი გააღიზიანოს.
ენცოს თავადაც სურს “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლა და ჩელსის პირად პირობებზე უკვე შეუთანხმდა.