თებერვალი 9, 2023

ბათუმის “დინამომ” სერბი ფეხბურთელი დაიმატა, – ამის შესახებ ზღვისპირული კლუბი “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება:

 

“ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი – ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს.

 

ოფიციალური კონტრაქტი ითვალისწინებს ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ “მარიბორიდან”.

 

ტანმაღალი ვიდაკოვიჩი (193 სმ) ადრე “ვოზდოვაცში”, ობრენოვაცის “რადნიჩკიში”, კულას “ჰაიდუკსა” და სუბოტიცის “სპარტაკში” თამაშობდა, რომლისგანაც “მარიბორმა” 2022 წლის ივლისში 450 ათას ევროდ შეიძინა და სამსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.