ივნისი 1, 2023

29 წლის სენეგალელი ფორვარდი მუსა კონატე ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.

 

 

ჩვენს რეალობაში გამორჩეული ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია აჭარულ კლუბში დაგვიდასტურეს.

 

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის 1-წლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმდა.

 

კონატე ბოლოს თურქულ “სივასპორში” თამაშობდა. სადაც 2022 წელს 12 მატჩი ჩაატარა.

 

აფრიკელს საფრანგეთის ლიგა 1-ში 99 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი. სერია A-ს 24 მატჩში ერთი გოლი გაიტანა, ხოლო შვეიცარიის სუპერლიგის 93 მატჩი 35 გოლი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.