
Telegraph-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჰარი კეინის შეძენით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.
ითვლება, რომ ტოტენჰემის თავდამსხმელი “სრულყოფილად არ შეესაბამება იდეალურ პროფილს”.
ტენ ჰაგი რეალურად ამჯობინებს გაიფორმოს უფრო სწრაფი ფორვარდი, როგორიც ნაპოლის ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი არის.
ნიდერლანდელი ასევე დასძენს, რომ ეს ფაქტი „არ შეაჩერებს“ „წითელი ეშმაკების“ კეინისთვის ბრძოლას, რომელიც სავარაუდოდ იქნება ბაზარზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023/24 წლის სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება.