
გავრცელებული ინფორმაციით, მემფის დეპაიმ მადრიდის ატლეტიკოსთან შეთანხმებას მიაღწია. ფეხბურთელი ბარსელონაში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო იყო.
ჩავიმ დეპაიზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“მემფისი? ახალი ამბები არ არის. ჯერ ისევ “ბარსას” ფეხბურთელია, მისით აღფრთოვანებული ვარ. შესანიშნავი ადამიანია გასახდელში, პოზიტიური. არავითარი სიახლე. ვნახოთ, რა იქნება მომდევნო დღეებში, კვირებში, მაგრამ პრინციპში მე მაინც ვიმედოვნებ. მას”, – განუცხადა ჩავიმ მედიას.
“დღეს მე დაველაპარაკები მემფისს, რათა გავარკვიო, რა იდეა აქვს მას, სურს თუ არა წასვლა. ვიცი, რომ მისთვის ადვილი სიტუაცია არ არის, რადგან ნაკლებად თამაშობს. მაგრამ არ ვიცი, სურს წასვლა თუ არა.”
მემფის დეპაიმ 2021 წლიდან კატალონიელთა შემადგენლობაში 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი „ბლაუგრანასთან“ ზაფხულში იწურება.