
გავრცელებული ინფორმაციით, არსენალი განიხილავს ბაიერნ ლევერკუზენის ფეხბურთელის, როგორც პოტენციური თავდასხმის სამიზნეს ამ იანვარში, მას შემდეგ რაც „მეთოფეებმა“ვერ შეძლეს მიხაილო მუდრიკის შეძენა.
ეს თავდამსხმელი მუსა დიაბია. ლევერკუზენს არ სურს 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვა შუა სეზონში, რადგან ზაფხულში დაინტერესებული კლუბები 100 მილიონ ევროს (88,5 მილიონი ფუნტი) სთავაზობენ.
დიაბის კონტრაქტი გერმანიაში 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ლევერკუზენში 2019 წლიდან იყო, როდესაც პარი სენ-ჟერმენთან კოტრაქტს ხელი მოაწერა.
გერმანულ კლუბში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 146 მატჩში 43 გოლი და 41 საგოლე გადაცემა აქვს.
არსენალი ასევე აკვირდება რაფინიას მდგომარეობას ბარსელონაში – მაგრამ, სავარაუდოდ, ამ ფანჯარაში მიუწვდომელია.