
როგორც ჩანს, ჩელსიმ არსენალს მიხაილო მუდრიკი წაართვა. ფორვარდმა არსენალის მაისურითაც კი იპოზიორა – მაგრამ ახლა, ჩელსიში გადასვლას დათანხმდა.
“ჩელსიმ მიხაილო მუდრიკზე დონეცკის შახტართან შეთანხმებას მიაღწია”, – დაწერა დევიდ ორნშტეინმა ტვიტერზე.
“70 მილიონი ევრო + 30 მილიონი ევრო დანამატები. შეთანხმებულია 7+ წლიანი კონტრაქტი. მუდრიკი მალე გაემგზავრება თურქეთიდან ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ჯერ არ არის სრულყოფილად გაფორმებული, მაგრამ შეთანხმება დასრულებულია.”
მიუხედავად ფეხბურთელის დიდი ძალისხმევისა, შახტარმა მუდრიკის სურვილს თანხა ამჯობინა.