დეკემბერი 2, 2023

25 წლის სერბი ფეხბურთელი, ნემანია ლუბისავლიევიჩი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ინფორმაციას აჭარული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გუნდსა და ფეხბურთელს შორის 1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.

გეგუჩაძის გუნდმა 26 წლის მოთამაშე ლიტვვური “ჟალგირისიდან” დაიმატა.

ცნობისთვის, ლუბისავლიევიჩს კარიერას მანძილზე “ჟალგირისში”, “გორიცასა” და “რადნიჩკი ნისში” უთამაშია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გავლენიანი გამოცემა Transfermarkt ახალგაზრდა ფეხბურთელს 575 ათას ევროდ აფასებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *