იანვარი 27, 2023

ყაზახური Sportx.kz ცნობით, ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფრხბურთელის ჯაბა ჯიღაურის ტრანსფერით “კასპი” ინტერესდება.

 

 

გამოცემის მტკიცებით, კლუბსა და ფრხბურთელს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

 

ცოტა ხნის წინ, აჭარული გუნდის დატოვების შემდეგ “კასპის” გიორგი ფანცულაია შეუერთდა.

 

ასევე, ყაზახური გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე გახლავთ, ვისაც ყაზახეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჯიღაური “აქტობესა” და “ორდაბასში” გამოდიოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.