სექტემბერი 15, 2024

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს.

 

კაპანაძე 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული “თელავში” თამაშობდა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად ითვლება. მისი დამატება ბათუმის “დინამოსაც” სურდა, თუმცა ცოტნე “საბურთალოში” გადავიდა.

 

“საბურთალოს” მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი “შახტარში” ითამაშებს და სწორედ მას შეცვლის კაპანაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *