დეკემბერი 7, 2023

პოლონური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კრაკოვია” საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

საუბარი, თბილისის “დინამოს” 21 წლის ნახევარმცველზე, ანზორ მექვაბიშვილზე გვაქვს.

როგორც გაირკვა, პოლონური გუნდი საქართველოს ჩემპიონს მექვაბიშვილთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა. თბილისური გუნდი ახალგაზრდა მოთამაშეს 1 მილიონ ევროდ აფასებს.

ცნობისთვის, ანზორ მექვაბიშვილმა გასულ სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *