დეკემბერი 2, 2023

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს და უკვე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, რამდენიმესთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

ერთ-ერთი ასეთი გორის “დილას” ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილია, რომელთანაც ბათუმს მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს.

 

ჩვენი ცნობით, საქმე იმაშია, რომ მოსიაშვილს ტრავმა აქვს და მკურნალობის პროცესშია. თუ 27 წლის ნახევარმცველი მწყობრში დროულად ჩადგა და გუნდთან ერთად შეკრებაზე წასვლა შეძლო, ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *