
მრავალი წყაროს ცნობით, ენცო ფერნანდესი მალე ჩელსიში აპირებს გადაბარგებას.
“ლურჯები” ბენფიკას 127 მილიონ ევროს გადაუხდიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალს სურდა ენცო, როგორც ჯუდ ბელინგჰემის ალტერნატივა. თუმცა, თეთრების პრიორიტეტი ყოველთვის ინგლისელი იყო.
21 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ამჟამად, ენცო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფლეიმეიკერი არის.