
ლეგენდარულმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ბრაზილიურ გრანდ “გრემიოსთან”.
“გრემიომდე” სუარესი “ნასიონალის” ფეხბურთელი იყო. ფაბრიციო რომანოს თქმით, ურუგვაელმა ფეხბურთელმა დაბლოკა ფინანსურად უზარმაზარი წინადადებები “MLS”-დან და საუდის არაბეთიდან.