ივნისი 10, 2023

საუდის არაბეთის კლუბმა 37 წლის სუპერვარსკვლავი ოფიციალურად უკვე წარადგინა.

 

 

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ფორვარდი “ალ-ნასრში” წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს – ეს ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია ფეხბურთის ისტორიაში.

 

სანდო წყაროების მიხედვით, რონალდუს თვეში დაახლოებით 16,7 მილიონი ევროს მიიღებს, კვირაში 3,8 მილიონს, დღეში კი 555 ათასს ევროს.

 

“ალ-ნასრში” გადასვლამდე კრიშტიანუ რონალდუ ინგლისური მანჩესტერ “იუნაიტედის” მაისურს ირგებდა, რომელიც ნოემბერში დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.