დეკემბერი 7, 2023

თბილისის “ლოკომოტივი” ეროვნული ლიგიდან უშანსოდ გავარდა და გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას ახალი მიზნებით იწყებს.

 

 

როგორც ჩანს, რკინიგზელების მთავარი მიზანი ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2023 წელსვე დაბრუნებაა.

 

Marca.ge-ს ინფორმაციით, “ლოკომოტივმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა და გიორგი ხარებაშვილი დაიმატა.

 

გასულ სეზონში ხარებაშვილი “გარეჯის” რიგებში გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო.

 

ეროვნული ლიგა 2-ის გასულ სეზონში ხარებაშვილმა 28 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *