დეკემბერი 7, 2023

2023 წლიდან ეროვნული ლიგის ბინადარი “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე გახდება.

 

დმანისში დაბადებულ და რუსეთის მოქალაქე ომარი თეთრაძეს კარიერის განმავლობაში არაერთი რუსული და ყაზახური გუნდი დაუმოძღვრავს.

 

ის წარსულში “ანჟის”, “ნიჟნი ნოვგოროდის”, ხიმკის”, “ჟეტისუს”, “კრასნოიარსკის”, “ენისეისა” და “ტობოლის” დამრიგებელი გახლდათ.

 

რაც შეეხება “საბურთალოს”, კლუბმა ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, თასის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *