ივნისი 4, 2023

რამდენიმე კვირაა,იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება გიორგი კვერნაძისა და ნაპოლოს ურთიერთობაზე. როგორც აღმოჩნდა,ნაპოლი 20 წლის ქართველითაა დაინტერესებული.

იტალიურმა გამოცემამ “კორეირა დელო სპორტმა” პირველ გვერდზე დაბეჭდა კვერნაძის ფოტო სათაურით: ” 2 კვარა ნაპოლისთვის”.

სტატიაში წერია: ” თუ ხარ 20 წლამდე ქართველი, თავდამსხმელი და კარგად გამოგდის დრიბლინგი – ახალი კვარა ხარ! “. Transfermarket-ზე კვერნაძის ფასი 300 000 ევროა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე თელავში იჯარით თამაშობს და 21 წლამდელთა ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.