
ბრიტანული გამოცემა 90min წერს, რომ ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ნიუკასლ იუნაიტედისაგან მიღებული 50 მილიონი ევროს შეთავაზება უარყო და ქართველის გაყიდვას, მინიმუმ 2024 წლამდე არ აპირებს.
იტალიურ კლუბი 21 წლის გარემარბთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს და ინგლისურ შეთავაზებას გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც წყარო აღნიშნავს, ნეაპოლელები ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტის მიღებას გეგმავს და კვარაცხელიას გასხვისებას არ ჩქარობს.
მედია საშუალება თავიანთ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ხვიჩას შეძენა ნიუკასლის გარდა ინგლისში ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და ევერტონი განიხილავენ.
ლივერპული რომ კვარაცხელიათი სერიოზულად არის დაინტერესებული, ასეთ ინფორმაციას საკმაოდ ბევრი ბრიტანული მედია გამოცემა ავრცელებს. მერსისაიდელებს ხვიჩას საკუთარ გუნდში ხილვა 2023 წლის დასაწყისშივე სურთ. თუმცა, 90min-ის მიხედვით, ნაპოლიში კვარაცხელიას გაშვებას არც განიხილავენ.