ივნისი 4, 2023

ლაზარე კუპატაძე და თორნიკე ოქრიაშვილი უკვე რამდენიმე თვეა უგუნდოდ არიან.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ორივე მათგანმა კარიერა ეროვნულ ლიგაში გააგრძელოს. მათ შორის, “საბურთალოში”, გორის “დილასა”, თბილისის “დინამოსსა” ან ბათუმის “დინამოში”.

 

გარდა ამისა, ბიჭებს შემოთავაზებები უცხოეთიდანაც აქვთ, თუმცა მათ შედარებით გამორჩეულ ლიგაში სურთ გადასვლა.

 

კუპატაძე ბოლოს ბათუმის “დინამოში” თამაშობდა, თუმცა გეგუჩაძის გადაწყვეტილებით, კლუბიდან გაუშვეს.

 

ოქრიაშვილმა სამხრეთ კორეულ “ჩონბუკში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. თვითონ, ოქრიმ თქვა, რომ შემოწმებაზე არც ჩასულა და როცა გაიგეს, რომ ტრავმისკენ მიდრეკილი მოთამაშე იყო, კონტრაქტი აღარ გაფორმდა. არადა, ყველაფერი შეთანხმებული იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.