
ევროპულ პრესაში გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” ქართველი გარემარბით, ხვიჩა კვარაცხელიათი “მანჩესტერ სიტი” და “ლივერპული” დაინტერესდნენ.
ეს ცნობა “პარტენოპეის” სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლისთან გადაამოწმეს.
ჯუნტოლიმ “სპორტ ექსპრესს” დაუდასტურა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ბუნებრივია, ნეაპოლში ხვიჩასთან ასე ნაადრევად განშორების სურვილი არ გააჩნიათ. მეტიც, ისინი 21 წლის გარემარბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასაც აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარა “ნაპოლის” 7 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით შეეწია. Transfermarkt.com-ი მას 35 მილიონ ევროდ აფასებს.