ოქტომბერი 2, 2023

Sport24-ის ინფორმაციით, მოსკოვის “დინამოს” 20 წლის ქართველი მცველის საბა საზონოვის დამატებით სერია A-ს ბინადარი “ლაციოა” დაინტერესებული.

 

“საზონოვი იყო “ლაციოს” სპორტული დეპარტამენტის სიაში, მაგრამ მისი კანდიდატურა ჯერჯერობით უარყოფილია გუნდში არსებული ლეგიონერების ლიმიტის გამო”, – ეუბნება Sport24-ს რომაული კლუბიდან წყარო.

 

შეგახსენებთ, რომ საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და მან 21-წლამდელთა რიგებში 2 შეხვედრა უკვე ითამაშა.

 

მას “დინამოსთან” კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და “ტრანსფერმარკეტი” მის ღირებულებას 1 მილიონ ევროდ აფასებს.

 

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ორი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და ლუკა ლოჩოშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *