დეკემბერი 5, 2022

Thesoccergoal-მა გიორგი გოჩოლეიშვილის საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

აღნიშნული ანალიტიკური საიტი ფრანკფურტის “აინტრახტს” “საბურთალოს” 21 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილი შეძენას ურჩევს.

გიორგიმ რამდენიმე დღის წინ “ლელოსთან” საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ამ თემასაც შეეხო:

“მე ნამდვილად არაფერი ვიცი. შესაძლოა, საბურთალოს ხელმძღვანელობამ იცოდეს უფრო კონკრეტულად რამე, მაგრამ როგორც გითხარით, ამაზე არ ვფიქრობ. ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარია საბურთალოს წარმატება”. – განაცხადა გიორგიმ.

ცნობისთვის, Thesoccergoal ანალიტიკური სააგენტო გახლავთ, რომელიც გერმანულ გუნდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საინტერესო ტალანტების შესახებ ამცნობს. გიორგი გოჩოლეიშვილისთვის ამ სააგენტოს თვალთახედვის არეში მოხვედრა საკმაოდ წარმატებულ ამბად უნდა მოვიაზროთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.