დეკემბერი 5, 2022

“რუბინის” ხელმძღვანელობა არ ამხელდა, რამდენი მიიღო “ნაპოლიში” ბათუმის “დინამოდან” გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში. ყაზანური კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობდა, რომ იმედია რაღაც თანხა მათაც შეხვდებოდათ. თუმცა, ცხადი იყო, რადგან პრეტენზიებს არ გამოთქვამდნენ, უკმაყოფილოები არ იყვნენ.

 

Transfermarkt-ი იტყობინება, რომ “რუბინმა” 8 მილიონი ევრო მიიღო. ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩა 10 მილიონად შეიძინა და დარჩენილი 2 მილიონი, ბათუმის “დინამომ” და შუამავლებმა მიიღეს.

 

ადრე “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ “კორიერე დელო სპორტს” განუცხადა, რომ ხვიჩას ტრანსფერში თავიდან 30 მილიონი მოსთხოვეს და მაშინვე შეწყვიტეს

მოლაპარაკება, შემდეგ კი მისი შეძენა 10 მილიონად შეძლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.