მარტი 21, 2023

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” 19 წლის ფეხბურთელს, ლუკა გაგნიძეს პრემიერ ლიგის გუნდი აკვირდება.

გავრცელებული ცნობით, ინტერესი მას შემდეგ გამძაფრდა, როდესაც ლუკამ პროგრესი აჩვენა.

საფეხბურთო მენეჯერი, ლაშა ოდილაძე ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს ესაუბრა:

“ლუკა გაგნიძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას აქვს შანსი, რომ ძლიერ ლიგაში გადავიდეს, თუკი თამაშს და პროგრესს გააგრძელებს. მოსკოვის „დინამოს“ 19 წლის ნახევარმცველს ინგლისური კლუბი აკვირდება და სასურველ მოთამაშეთა სიაშია. ეს მის მენეჯერს, ირაკლი ლილუაშვილს ვაცნობე, რადგან მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. მას შემდეგ, რაც გაგნიძე მოსკოველებმა შეიძინეს, დრო კარგად მოიყენა, ფიზიკურად მოღონიერდა, თამაშებით კი რუსულ ლიგაში გაზრდილ მოთხოვნებს შეეჩვია. ჩემპიონატს რომ გაუშინაურდა, მოსკოვის „დინამოში“ დაბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. ახლახან მეგობარი მენეჯერი დამიკავშირდა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის კლუბის სკაუტია და მითხრა, რომ გაგნიძე კლუბმა დასაკვირვებელი მოთამაშეების სიაში შეიყვანა. ლუკა ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, სხვა გუნდებიც დაინტერებულები არიან. იმედია, ისიც შეძლებს და ევროპის ტოპ-ლიგაში ითამაშებს.” – განაცხადა ლაშა ოდილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე გასულ სეზონში იჯარის წესით “რაკუვში” ასპარეზობდა, თუმცა პოლონურმა გუნდმა მისი გამოსყიდვა არ გადაწყვიტა და 19 წლის ფეხბურთელს რუსეთში იძულებით დაბრუნება მოუწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.