ოქტომბერი 7, 2022

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, კრიშტიანო რონალდო “ნაპოლიში” გადაბარგდეს და ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

 

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ძალიან სურს, რომ კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს, ამ მიზნის მიღწევა კი მომავალ სეზონში მის ამჟამინდელ გუნდ “მანჩესტერ იუნაიტედთან” არ შეუძლია.

 

38 წლის ფეხბურთელმა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს შეუთვალა, რომ სწორედ ისეთი კლუბი უპოვოს, რომელიც მომავალ წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამოვა.

 

მენდეში კი ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუკავშირდა და იწერება იმის შესახებაც, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ აქტიურ ფაზაშია.

 

პრობლემა კვლავ კრიშტიანოს

ხელფასია… რონალდო ძალიან ბევრს გამოიმუშავებას და ამ თემის მოგვარება მხარეებს ძალიან გაუჭირდებათ.

 

შესაძლოა, პორტუგალიელის ხელფასის რაღაც ნაწილი კვლავ “იუნაიტედმა” გადაიხადოს, მაგრამ სამაგიეროდ, “ნაპოლიდან” “ოლდ ტრაფორდზე” 100 მილიონ ევროდ ვიქტორ ოსიმენი გადაბარგდეს და “წითელმა ეშმაკებმა” ეს თანხა 3 წლის განმავლობაში გადაიხადონ…

 

იწერება იმის შესახებაც, რომ მენდეშმა მსგავსი გარიგება “მილანსაც” შესთავაზა, რომ რაფა ლეაო “იუნაიტედში” გადასულიყო, რონალდო კი – “მილანში”, მაგრამ “სან სიროს” ბინადრებმა უარი განაცხადეს.

 

თავის მხრივ, ერიკ ტენ ჰაგის მთავარი მიზანი მისი ყოფილი შეგირდის, ანტონის დამატებაა და დარწმუნებულია, რომ ამ საწადელს მიაღწევს.

 

The Telegraph-ი წერს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები სასტიკი და მოულოდნელობით აღსავსე იქნება “იუნაიტედის” გულშემატკივრებისთვის.

 

შესაძლოა, რონალდო წავიდეს, მაგრამ გუნდში 4 ახალი სახე – მეკარე, ნახევარმცველი, მარჯვენა მცველი და თავდამსხმელი მივიდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.