
პოლონური გამოცემა “ტრანსფერ ინფო” ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
პოლონელების ცნობით, ლაზარე კუპატაძით “ლეხთან” მატჩამდე 2 პოლონური კლუბი, “ლეგია” და “ლეხი” იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ 0-5-ის განადგურების შემდეგ მსგავსი ინტერესი გაქრა.
ამის შემდეგ ლაზარეს დამატების საქმეში რუმინული “დინამო ბუქარესტი” ჩაერთო, რომელიც გასულ სეზონში უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ახლა მე-2 ლიგაში იმყოფება.
“დინამო ბუქარესტთან” ყველაფერი პრაქტიკულად შეთანხმებულია. ფეხბურთელი გუნდს ოფიციალურად სულ რამდენიმე დღეში შეუერთდება”, – წერს “ტრანსფერ ინფო”.
კუპატაძეს “დინამო ბათუმმა” კონტრაქტი “სლოვანთან” ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომისა და “ლეხთან” განადგურების შემდეგ გაუწყვიტა.