
“დინამო ბათუმის” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას სერბულ “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს.
აზაროვის ტრანსფერს სერბები უახლოეს დღეებში გააოფიციალურებენ. “დინამო” მის სანაცვლოდ დაახლოებით 1 მილიონ ევროს მიიღებს.
მართალია, წლის დასაწყისში “ტრაბზონი” აზაროვში 1.6 მილიონს იხდიდა, მაგრამ ახლა კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება და ეს სატრანსფერო თანხას ამცირებს.
სამაგიეროდ, “დინამო” გაცილებით მეტი ფულის მიღებას ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით ვარაუდობს.