აგვისტო 8, 2022

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემა “სპორტი იმედზე” სტუმრობისას დაადასტურა, რომ კლუბს ორი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი ტოვებენ.

 

როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი უცხოეთშია წასული და ორივე მათგანის ტრანსფერზე მუშაობს და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს, რაც “დინამოს” ფინანსურად გააძლიერებს, ამ თანხას კი გაძლიერებისთვის და გამოცდილი ლეგიონერების ჩამოყვანისთვის გამოიყენებენ.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის დამატება სერია A-ს გუნდებს სურთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.