აგვისტო 8, 2022

De Telegraaf-ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი და აიაქსი ლისანდრო მარტინესის ტრანსფერის დასრულებას ხუთშაბათს, 13 ივლისს წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ ელიან.

 

„წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელებმა ჰოლანდიური კლუბის წარმომადგენლებთან ერთსაათიანი შეხვედრა გამართეს და მალე გარიგების დადებაზე შეთანხმდნენ.

ეს ასევე დაადასტურა ტრანსფერების გურუმ ფაბრიციო რომანომაც.

 

აიაქსის აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წარმატებული მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში, რადგან მან წადაიყვანა ტრანსფერი სწორი მიმართულებით.

 

„წითელი ეშმაკები“ მზად არიან გადაიხადონ 55 მილიონი ევრო (ბონუსების ჩათვლით) არგენტინელი ცენტრალური მცველისთვის, რაეც ჰოლანდიური მხარე თანახმაა.

 

იუნაიტედი იმედოვნებს, რომ მთლიანად დაასრულებს გარიგებას შაბათ-კვირას, რათა მარტინესი გამოცხადდეს ახალ მოთამაშედ, რაც შეიძლება მალე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.