მარტი 31, 2023

ჩელსი მოლაპარაკებებს აწარმოებს ნაპოლის მცველის, კალიდუ კულიბალისა და მანჩესტერ სიტის ცენტრალური მცველის, ნათან აკეს შეძენაზე.

 

თომას ტუხელის გუნდი ცენტრალურ დაცვაში დასუსტდა მას შემდეგ, რაც ანტონიო რუდიგერი მადრიდის რეალში და ანდრეას კრისტენსენი ბარსელონაში წავიდა.  ამავდროულად, რაჰიმ სტერლინგის გადასვლა მანჩესტერ სიტიდან, სავარაუდოდ, უახლოეს 48 საათში დადასტურდება. ინგლისელი ფორვარდი მიფრინავს, რათა შეუერთდეს ჩელსის ლოს ანჯელესში, სანამ მისი ტრანსფერი დასრულდება. 27 წლის ფეხბურთელი დათანხმდა ხუთწლიან კონტრაქტზე, რათა შეუერთდეს ტუხელის გუნდს 50 მილიონი ფუნტის ღირებულების გარიგებით.

 

აკეს პოტენციური დაბრუნება სტემფორდ ბრიჯზე უფრო დასაშვებია, ვიდრე კულიბალის, რომელმაც მიიპყრო პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ყურადრება.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი აკე, 27 წლის, სიტის  2020 წლის აგვისტოში 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და პეპ გვარდიოლას გუნდში 40 თამაში ჩაატარა.

 

31 წლის, სენეგალის კაპიტანი კულიბალი იტალიის უმაღლეს ლიგაში ნაპოლიში 2014 წლიდან იყო და კლუბში 317 მატჩი ჩაატარა.

ტუხელის ფეხბურთელები შემდეგ ოთხშაბათს, 20 ივლისს შარლოტას შეხვდებიან, სანამ 23 ივლისს ორლანდოში არსენალს დაუპირისპირდებიან.

 

სტერლინგს ერთი წელი დარჩა კონტრაქტის დასრულებამდე პრემიერ ლიგის ჩემპიონ სიტისთან, რომელმაც ის ლივერპულიდან 2015 წელს 49 მილიონი ფუნტი სტერლინგის კონტრაქტში შეიძინა. პეპ გვარდიოლას გუნდის შემადგენლობაში მან 339 მატჩში 131 გოლი გაიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.