მარტი 31, 2023

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ჰალი” აქტიურობას გეგმავს, მათი მიზანია, რომ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელით შეავსონ შემადგენლობა.

“ჰათაიასპორის” სპორტული დირექტორის განცხადებით, ინგლისურ კლუბს მათი ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს, მათ შორის – საბა ლობჟანიძის.

საბას მიმართ სიმპატიები არველაძეს არც მანამდე დაუმალავს, თუმცა შოთის განცხადებით, თურქები 5 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რასაც “ჰალი” ვერ გასწვდებოდა. როგორც ჩანს, ამ დროში სიტუაცია შეიცვალა და ლობჟანიძის ტრანსფერი უფრო რეალისტური გახდა.

“მე ძალიან დიდი ტალანტი მომყავს თურქეთიდან. ეს მოთამაშე ძალიან მომწონს. მინიშნების სახით, გეტყვით, რომ მისი სახელი 4 ასოსგან შედგება” – აჯუნ ილიჯალი, “ჰალის” მფლობელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.