მარტი 31, 2023

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საჯაროდ მადლობა გადაუხადა რობერტ ლევანდოვსკის მცდელობისთვის, აიძულოს ბაიერნი, მიჰყიდოს იგი კატალონიურ კლუბს.

“ჩვენ შევთავაზეთ ბაიერნს ლევანდოვსკის შესაძენად და ველოდებით მათ პასუხს, იმედი მაქვს პასუხი დადებითი იქნება”, – თქვა ლაპორტამ

“მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ლევანდოვსკის იმისთვის, რასაც აკეთებს ჩვენთან შესაერთებლად.”

ეს საოცრად გულწრფელი სიტყვებია ლაპორტას მხრიდან, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში სხვა კლუბის ფეხბურთელის ძალდატანებაში დაადანაშაულონ.

როგორც ჩანს ბაიერნმა გადაინაცვლა საჯარო პოზიციიდან და არამგონი ლაპორტას ამ სიტყვებით აღფრთოვანებულები იყვნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.