აგვისტო 8, 2022

ჯო გომესმა დღეს გააფორმა ახალი კონტრაქტი ლივერპულთან, გაახანგრძლივა მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 2024 წელს სრულდებოდა.

არავინ იყო უფრო ბედნიერი კონტრაქტის გახანგრძლივებით, ვიდრე იურგენ კლოპი, რომელიც ძალიან აღელვებული ჩანდა კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოთამაშის აქ დარჩენით.

კლოპმა Liverpoolfc.com-ს განუცხადა: “ჯო გამორჩეული ნიჭია. ის ასევე გამორჩეული მცველი და ადამიანია. მას იმდენი თვისება აქვს, შემიძლია მთელი დღე ვისაუბრო, ასე რომ იმის ცოდნა, რომ ის ჩვენთან ერთად განაგრძობს მოგზაურობას, დიდი სტიმულია – ყველას, ვისაც უყვარს ლივერპული და ზრუნავს მის აწმყოსა და მომავალზე, დაუჯერებლად ბედნიერი უნდა იყოს.“

“ამჟამად ჯო ფენომენალურ ფორმაშია. რამდენიმე კვირა გვქონდა დასვენება და როდესაც AXA-ში დავბრუნდი, დავინახე და გავიფიქრე “ვაუ!” ფიზიკურად ის ძალიან კარგ ფორმაშია და ახლა მას მხოლოდ კარგი წინასეზონი და რიტმი სჭირდება.“

გომესმა “წითლების” შემადგენლობაში 141 მატჩი ჩაატარა და იმედია, შეინარჩუნებს ძალიან მაღალ დონეზე თამაშს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.