
Guardian-ის ცნობით, ჩელსი ფრენკი დე იონგის შესაძენას განიხილავს.
ჰოლანდიელი ამჟამად მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ახლოსაა, მაგრამ ყოყმანობს გადავიდეს თუ არა კლუბში, რომელიც ევროპის ლიგაზე თამაშობს.
მისი პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენა და ჩემპიონთ ალიგაზზე თამაშია , მაგრამ კატალონიელებს სურთ მისი გაყიდვა თავისუფალ სივრცეში ან სხვა მოთამაშეებში გაცვლა.
Diario Sport იტყობინება რომ ჩელსი იმედოვნებს, მატიას დე ლიხტთან გარიგების დახურვა ხელს შეუწყობს დე იონგის მიზიდვას. მატიასი და ფრენკი მეგობრები არიან და ყოფილ თანაგუნდელთან ერთად თამაშის პერსპექტივა ნახევარმცველისთვის შესაძლოა მაცდური იყოს.
ეს ნაბიჯი ჩელსისთვის გადატრიალება იქნებოდა, რადგან ფრენკი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.